ჩემი პროექტის მიზანია გავაცნო ბავშვებს მზის დადებითი და ამავე დროს უარყოფითი მხარეები. ბავშვებმა უნდა გაიცნობიერონ,რომ მზის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.მზე ჭირდება ყველა ცოცხალ ორგანიზმს.ამის თვალსაჩინოდ საკლასო ოთახში ყვავილზე მოვახდინეთ დაკვირვება.ასევე ჩავატარეთ ცდა,სადაც თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ მზე აუცილებელია რათა მცენარემ გაიხაროს.ეს პროექტი გრძელდება ერთი წლის განმავლობაში.ამ ხნის განმავლობაში ბავშვები აკვირდებიან მზის ჩასვლას და ამოსვლას ,რომელიც კარგად ჩანს ზაფხულობით.ინტერნეტის საშუალებით იძიებენ ინფორმაციას მზის გარშემო მოძრავი პლანატების შესახებ.უყურებენ მულტფილმს მზეზე.წავიყვან ექსკურსიაზე,სადაც ყურადღებას გავამახვილებ მზის ენერგიაზე.რომ ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია მზის ენერგიის მიღება.ამავე დროს აუცილებელია ყურადღების გამახვილება მზის უარყოფით მხარეზე,რომ მზეზე დიდხანს ყოფნა დამწვრობას იწვევს,რომ მზე,თუ წვიმა არ მოვიდა მოსავლის გარეშე დატოვებს გლეხობას.გაიგებენ,რომ მზე,სადაც პირდაპირ ანატებს ცხელა,სადაც ირიბად შედარებით გრილა.მოსწავლეები გაიცნობიერებენ მზის მნიშვნელობას.
No comments:
Post a Comment